პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შიდაპარტიული არჩევნები უკვე რეგიონებში ინაცვლებს

18 Jun 2021 22:41

შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარება, რომელიც თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში ერთერთ უმთავრეს გამოწვევად ითვლება, პრიორიტეტია „ლელოსთვის“ . 


პარტიის წევრთა და ლიდერთა ერთობლივი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში და ამ გზით პარტიის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება - ეს მიზანი ჰქონდა ივნისში თბილისის ათივე რაიონში გამართულ კონფერენციებს, რომლებზეც კანდიდატთა ნომინირების ყველაზე დემოკრატიული პრონციპებით არჩეულ იქნენ მმართველი ორგანოები - გამგეობები, ხოლო მათ, თავის მხრივ, თავიანთი შემადგენლობიდან აირჩიეს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები. 


1 ივლისიდან ეს პროცესი უკვე რეგიონებში ინაცვლებს. 


პირველ ეტაპზე კონფერენციები გორში, ხაშურში, წყალტუბოში, საგარეჯოში, ოზურგეთსა და რუსთავში ჩატარდება. იგეგმება, ასევე არჩევნების ჩატარება აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში. 


კონფერენციებს პარტიის ლიდერებიც დაესწრებიან და პარალერურად მოსახლეობასაც შეხვდებიან, გაეცნობიან მათ წინაშე არსებულ პრობლემებს და ქვეყნის განვითარების და ძირეული ცვლილებებისთვის გამიზნული რეფორმების შინაარსაც გააცნობენ.




კომენტარები:

ფართი შოპი