“უნდა იცოდეთ, სესხები, რომლებიც გადაგვიხადეთ, გააცოცხლეს” – თამუნა მუსერიძე

18 Jun 2021 23:52

ტელეწამყვანის – თამუნა მუსერიძის თქმით, მთავრობის მიერ დაფარული სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა „გააცოცხლეს”.


“მიკროსაფინასოები” წავიდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ და იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს საბუთი, რომ მისი სესხი არის გადაფარული, ყველას სთხოვენ ფულს და სთხოვენ როგორ – ვიღვიძებ და ყველა ბანკიდან მომდის ესემესი, რომ თქვენი ანარიშები არის დაყადაღებული. ბანკები ვერ გვეუბნებიან, რის გამო დაგვაყადაღესა, გადაგვამისამართეს აღსრულების სამსახურში, სადაც გვითხრეს, რომ შევიდა მათთან წერილი ერთ-ერთი შპს-დან. 2019 წელს ჩატარდა დაუსწრებელი სასამართლო, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ ვგვქონია, არც წერილი მიგვიღია და 2015 წელს აღებული 200 ლარიანი სესხი, რომელიც ვიცოდით, რომ საქართველოს მთავრობამ გადაფარა – თურმე გადაფარული არ არის. არც ერთი ზარი არ განხორციელებულა, ერთხელაც არ დაურეკავს არავის. დღეს გავიგეთ ვინ არის სესხის ოფიცერი. გვითხრეს, რომ თურმე, უფლება აქვთ ისე დააყადაღონ ადამიანი, რომ მას არ ჰქონდეს ინფორმაცია საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესახებ. აღსრულების ბიუროში გვითხრეს, მხოლოდ თქვენ არ ხართ ამ მდგომარეობაშიო…


კანონში წერია, რომ 7 დღით ადრე უნდა შეგატყობინონ დაყადაღების შესახებ, ასევე, კანონში წერია, რომ 12 თვეზე უნდა გადანაწილდეს სესხი, თუმცა, ასე არ მოხდა.


საქართველოს მთავრობა, უნდა იცოდეთ, რომ სესხები, რომლებიც გადაგვიხადეთ, გააცოცხლეს მიკროსაფინანსოებმა და თქვენ მიერ გადაფარული სესხი, სინამდვილეში გადაფარული არ არის.”


შეგახსენებთ, 2018 წელს პრემიერმინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივით, 600 000 ამომრჩეველს ვალები ჩამოეწერა და ინიციატივა, ფონდი „ქართუს” მიერ განხორციელდება, მაშინ ეს ამომრჩევლის მოსყიდვადაც შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.


ინიციატივის მიხედვით, სესხის დაბრუნების ვალდებულება მოეხსნა ყველა მოქალაქეს, რომელმაც 2018 წლის პირველ იანვრამდე ისესხა 2 000 ლარამდე და სულ მცირე, ერთწლიანი გადაუხდელობის გამო მოხვდა შავ სიაში.





კომენტარები:

ფართი შოპი