როდის ხდება კოსმეტიკა გამოსაყენებლად უვარგისი

19 Jun 2021 13:02

დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად ხშირად აკონტროლებთ თქვენი კოსმეტიკის თაროებს და ათავისუფლებთ ვადაგასული პროდუქტებისგან. ამ მხრივ, ყურადღება უნდა მიაქციოთ დამზადებისა და ვადის გასვლის თარიღებს, ასევე, პროდუქტის შენახვის პირობებს, რაც მის ეტიკეტზეა მითითებული. 


ვადაგასული კოსმეტიკის მოხმარება ძალიან საშიშია. დალუქული პაკეტის გახსნის შემდეგ, შენახვის ვადა იცვლება. პროდუქტის მუდმივი კონტაქტი ჰაერთან ხელს უწყობს ჟანგვას და მიკროორგანიზმების განვითარებას, ანტიბაქტერიული კომპონენტები კარგავენ დამცავ თვისებებს.


კოსმეტიკა, სუნამო და სხვა თავის მოვლის საშუალებები უნდა ინახებოდეს გრილ (25° C ტემპერატურამდე), მშრალ, ბნელ ადგილას. მოარიდეთ მზის სხივებს, რათა ზედმეტი სიცხის გავლენამ მისი შემადგენლობისა და თვისებების ცვლილება არ გამოწვიოს.


ვადაგასული და არასწორ ადგილას შენახული კოსმეტიკური საშუალებები კარგავენ თავის დამცავ თუ სამკურნალო თვისებებს. ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება, შეიცავს დაბერების საწინააღმდეგო და აღმდგენ კომპონენტებს, რომლებიც მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზე ინარჩუნებენ ეფექტურობას, ამიტომ ისინი მაცივარში უნდა შეინახოთ.


სხვადასხვა კოსმეტიკური პროდუქტისთვის შენახვის ვადა ერთი წლიდან სამ წლამდე მერყეობს. შენახვის ვადა მცირდება, თუ დარღვეულია შენახვის პირობები. მოძველებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული გამონაყარი, გაღიზიანება და კანის სიწითლე.


დეკორატიული და თავის მოვლის საშუალებები სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებენ მწარმოებლის მიერ მკაცრად გამოყოფილ დროში, მათი მაქსიმალური დასაშვები თარიღის შემდეგ, შესაძლოა საფრთხე შეექმნას ჯანმრთელობას.


კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც უნდა შეინახოთ მაცივარში და არა საყინულეში:


* C ვიტამინისა და რეტინოლის შემცველი შრატები;


* თვალის ნიღბები, პაჩები, ასევე, გელი და კრემი, რომლებიც გაგრილებას და შეშუპების მოხსნას უზრუნველყოფენ;


* ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქტები.


როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კანის მოვლის საშუალებები ან დეკორატიული კოსმეტიკა ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისია:

ეცვლება პირვანდელი სურნელი; ეცვლება ფერი;

ეცვლება და უსქელდება ტექსტურა; გიღიზიანებთ კანს;


არაერთგვაროვნად გადმოდის ფლაკონიდან;

უჩნდება ბურთულები და ნაწიბურები.კოსმეტიკას, განსაკუთრებით არ უყვარს სინესტე. ამიტომ, დეკორატიული საშუალებები არ შეინახოთ სააბაზანოში. ასეთი გარემო არც სხვა თავის მოვლის პროდუქტებისთვისაა სახარბიელო. ამიტომ, შეეცადეთ, მათი ძირითადი ნაწილი მშრალ და გრილ ადგილას გქონდეთ და სააბაზანოში მხოლოდ დასაბანი საშუალებები დატოვოთ.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი