რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში მიიღო

19 Jun 2021 13:10

შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ონის მერი დავით ჩიკვაიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები- გიორგი მაქარაშვილი, თემური ჩანქსელიანი და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე ესწრებოდა.


მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე აქტუალურ პროექტებზე ისაუბრეს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების მიმართულებით რაჭის რეგიონში არსებულ პოტენციალზე.


სახელმწიფო რწმუნებულმა გერმანიის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მისი ძირითადი მიმართულებების შესახებ. გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.


Papuna Margvelidze




კომენტარები:

ფართი შოპი