"მანდ მალე გადის დრო აქ კი არა" - თამარ ბაჩალიაშვილი დღეს 24 წლის გახდებოდა

19 Jun 2021 16:40


გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი Facebook პოსტს აქვეყნებსა და შვილს დაბადების დღეს ულოცავს. თამარ ბაჩალიაშვილი დღეს 24 წლის გახდებოდა.

თეონა თამაზაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"აი შენი დაბადების დღეც დადგა დეე შენს გარეშე და შენთან განშორებიდან 11 თვე. მაპატიე დედა შენს გარეშე გატარებული ყოველი დღეების, საათების და წუთებისთვის,რადგანაც ერთი წამითაც კი ვერ წარმოვიდგენდი ჩემს არსებობას შენს გარეშე. მარა ეს იცოდე ჩემი ნახევარი გული შენთანაა, მხოლოდ ნახევარი გული ძგერს გიოსთვის. გილოცავ 24 წლის იუბილეს ცათა საუფეველში უფლის კალთის ქვეშ ამ ბოროტი დედამიწისგან შორს სადაც ანგელოზებს არ ინდობენ. უფალს ებარებოდე. დამელოდე. მანდ მალე გადის დრო აქ კი არა. მენატრები სიგიჟემდე. მიყვარხარ", - წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.


თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გააქტიურდა, მას შემდეგ რაც "მთავარმა არხმა" საქმის ექსკლუზიური ვიდეოკადრები მოიპოვა.


ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი
სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.


ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.


მთავარი არხი




კომენტარები:

ფართი შოპი