ბლის სასარგებლო თვისებები

19 Jun 2021 17:14

გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ ბალში არანაირი ვიტამინი და ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერება არ არის. თუმცა ეს ხილი ძალიან საჭიროა. 


ბლის ნაყოფის ყუნწების ნახარშს იყენებენ თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობისას.


ბლის ყვავილებისა და ფოთლების ფაფას აფენენ ჭრილობებს, ძირმაგარებს, დაჩირქებულ მუწუკებს და ჭორფლებს, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელ და გამწმენდ საშუალებას.


ქართულ ხალხურ მედიცინაში ბლის ნაყოფებს მიიჩნევენ, როგორც ეფექტურ საშუალებას შეკრულობისას.


წნევის დასარეგულირებლად ყოველდღე მიირთვით მუქი ფერის ბალი რომელიც შეიცავს სისხლძარღვების კედლების გასამაგრებელ ნივთიერებებს.


ბლის ჭამას ურჩევენ, როგორც სამკურნალო-დიეტურ საშუალებას სისხლის ნაკლებობისას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაწლავების ატონიისა და სპასტიკური კოლიტებისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ.

????ბალი ხსნის სახსრებში ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებებს. სასურველია, ყოველდღე მიიღოთ ბლის კონცენტრირებული წვენი 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში.

????ბალი აუმჯობესებს ძილს – კვლევების თანახმად, ბლისა და ალუბლის წვენი ჯანსაღი ძილისთვის აუცილებელი ნივთიერების, მელატონინის გამომუშავებას ასტიმულირებს;

????ამცირებს მუცლის ცხიმს;

????აბრკოლებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი – ალცჰაიმერის ასოციაცია ბალს მიაკუთვნებს იმ პროდუქტების რიგს, რომლებიც აუმჯობესებს მეხსიერებას, რადგან მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

????დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის ბლის ხის ფოთოლსაც. გამოიყენება როგორც ახალი, ისე გამხმარი ფოთოლი, ასევე, მისი ნახარში. ფოთოლს იყენებენ ფურუნკულების, ჭრილობების დროს. მის ნახარშს სისხლდენის შეჩერება შეუძლია. ფოთლის ახალი წვენით ითეთრებენ ჭორფლს. მკურნალობენ ართრიტსა და სახსრების სხვა დაავადებებს:

10 გრამ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ისევ აადუღეთ. გაგრილებული ნაყენი დალიეთ დღის განმავლობაში.

ბლის მიღება დიდი რაოდენობით არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ბლის გლიკემიური ინდექსი გარგრის, ყურძნის, ატმისა და ქლიავის ინდექსზე დაბალია.

ბლის მიღება უშუალოდ ჭამის შემდეგ იწვევს გაზების დაგროვებას და კუჭის მოუნელებლობას.

ბალი შეზღუდულად უნდა მიიღონ ორსულებმა, რადგან მეტეორიზმს იწვევს.


ბალი შეიცავს C ვიტამინს, რომლის დამსახურებითაც ადამიანის ორგანიზმი ყოველთვის დაცულია ვირუსებისგან და ინფექციებისგან. ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვთა კედელს.


შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რაც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ის კანს ეხმარება სიჯანსაღის შენარჩუნებაში და საუკეთესო ვარიანტია თმის გამაგრებისთვის.


ბლის შემადგენლობაში შედის A ვიტამინიც, რომელიც კარგია მხედველობის გასაუმჯობესებლად, კბილებისა და ძვლების სიმაგრისთვის.


ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა მომჟავო ჯიშის ბალი. ბალს სიმჟავეს აძლევს ორგანული მჟავები (C ვიტამინი და B9).


ტკბილი ბალი წარმოქმნის კუჭ-ნაწლავში აირებს, იწვევს მეტეორიზმს. ამიტომ ის არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს დიარეა და მეტეორიზმი, შებერილობა.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი