ირაკლი ქარსელაძე- ათწლიანი სამთავრობო სტრატეგიის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და სამინისტროს პრიორიტეტები მაგისტრალური გზები და წყალმომარაგება იქნება

19 Jun 2021 17:46

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტები, ათწლიანი სამთავრობო სტრატეგიის ფარგლებში, რა თქმა უნდა, არის მაგისტრალური გზები, წყალმომარაგება და კონკრეტული ინდიკატორები,  რომლის მიხედვითაც უკვე შეფასდება შესაბამისი სტრატეგია-ამის შესახებ მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომში, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე განაცხადა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია მაგისტრალური აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის განვითარება და მისი დიდი ნაწილის 2025 წლამდე დასრულება.


„ინდიკატორები და შესაბამისი მიზნები მოიცავს იმდაგვარად შიდასახელმწიფოებრივი გზების განვითარებას, რომ რეალურად მხოლოდ კეთილმოწყობილი გზები გვექნება. 


2025 წლამდე ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება  და მთლიანობაში, მომდევნო 10 წლის განმავლობაში,31.5 მილიარდი ლარის ინვესტირება არის გამოკვეთილი იმ საჭიროებების და  მიზნების მისაღწევად, რომელსაც სტრატეგია ითვალისწინებს“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი