„ნინო ნადირაძეს რომ დაესია მთელი სამყარო - რა უბედურებაა?“ - სანდრო ბრეგაძე

19 Jun 2021 23:34

„ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ექიმების ნინო ნადირაძე-კუზანოვასა და გიორგი ღოღობერიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„დაიჯესტი“ სანდრო ბრეგაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ნინო ნადირაძე-კუზანოვას რომ დაესია მთელი სამყარო - რა უბედურებაა?


და მერე რა ?

ესაა ქართველი ერის მთავარი განსახილველი საკითხი ?
დავით გარეჯი გაყიდეს - იმაზე არ იღებენ ხმას და ექიმების კამათი ყოფილა ქვეყნის მთავარი პრობლემა ‼️

შთაბეჭდილება მრჩება რომ ფეისბუქის “სასტავს” ადამიანთა ლანძღვის მეტი არაფერი უკმაყოფილებს ვნებებს ‼️
იცით ვინმემ თუ როგორ ეწამა მისი ოჯახი ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის გამო?
იცით თუ როგორ შეუვარდა სახლში მხედრიონის და კიტოვანის ბანდები?
როგორ ვაჟკაცურად დაიცვა თავისი პრინციპი და სამშობლოს სიყვარული?


მე არ ვიცნობ ამ ქალბატონს, არც ის ვიცი თუ ვინაა მართალი ამ სამედიცინო დისკუსიაში, მაგრამ ერთი ვიცი - ეს ქალბატონი აღიზარდა ისეთი მამის ოჯახში, რომელმაც თავი გაწირა ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლებისთვის და ერთგულად იბრძოლა ეროვნული მოძრაობის დროშის ქვეშ. პუტჩისტებმა არაერთხელ აუწიოკეს ოჯახი და ფაქტობრივად სიცოცხლე გაწირეს საქართველოს თავისუფლებისთვის ‼️


უამრავი პუტჩისტის და ქვეყნის დამაქცევარის კომენტარს წავაწყდი ფეისბუქში და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძველი ბოღმით წერენ სიბინძურეებს‼️


ეს ისე დავწერე - ხალხმა რომ იცოდეს და ცოტა დაამუხრუჭონ ის საშინელი ლანძღვის ნიაღვარი, რომელიც გოიმური-მარაზმის სახეს იღებს‼️", - წერს სანდრო ბრეგაძე.






კომენტარები:

ფართი შოპი