„დღეს ჩემი დაბადების დღეა და მეზიზღება ეს დღე!“ – როგორ ეხმაურება ერთი წლის წინანდელ ტრაგედიას ანი გაბეჩავა

20 Jun 2021 06:11

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა, იმ საბედისწერო დღეზე დაღუპულის მეგობარი, ან გაბეჩავა სოციალურ ქსელში მიმართვაც აქვეყნებს და წერს, რომ ეს ის დღეა, როცა მისი ცხოვრება შეიცვალა.


გიორგი მცხეთაში, აგარაკზე სწორედ ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე იმყოფებოდა.


“ერთი წლის წინ ზუსტად ამ დღეს მთელი ჩემი ცხოვრება ერთ დღეში დაინგრა, 19 ივნისის ის საშინელი ღამე … ერთი წელი გავიდა გიორგი შაქარაშილის გარდაცვალებიდან…არ შემიძლია გადმოვცე, რასაც ახლა ვგრძნობ საშინელებაა... Today is my birthday and I hate this day (დღეს ჩემი დაბადების დღეა და მეზიზღება ეს დღე)” – წერს ანი გაბეჩავა.


გაბეჩავას დაბადების დღეს მეგობრები და ახლობლები ულოცავენ და წერენ, რომ დაბადების დღის გადახდა დანაშაული არ არის.


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი