„წადი ან ინდონეზია ნახე ან ეგვიპტის პირამიდები, დაგვანებე თავი, შეგვეშვი“ – გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს

20 Jun 2021 18:38

პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ჟურნალისტებს სატელეფონო კომენტარი მისცა, რომელშიც „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს მმართველობა კოალიციურმა მთავრობამ ჩაიბაროს.


„უნდა დამთავრდეს ეს ხელისუფლება და თუ გვინდა ქვეყანა რომ გადარჩეს, უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა. ბიძინა ივანიშვილს ვეტყვი, გაქვს ბევრი ფული, შეხედე ევროპელ პენსიონერებს, წადი ინდონეზია ნახე, ეგვიპტის პირამიდები ნახე, წადი რა. წადი და მორჩა, დაგვანებე თავი, შეგვეშვი და მადლობელი დავრჩებით, თორემ მოგიწევს გაგდება, ქონების დათმობა“, – აღნიშნა გოგი წულაიამ.


ალია





კომენტარები:

ფართი შოპი