"ენების ლაბორატორია" - ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა მეთოდი, რომელიც არ აიძულებს ბავშვს მხოლოდ კომპიუტერთან ჯდომას

21 Jun 2021 03:32

„ენების ლაბორატორია“ ჯერ მხოლოდ 3 წლისაა და საკმაოდ სწრაფად ვითარდება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ხელმძღვანელებმა შეძლეს ახალ გარემო-პირობებთან ადაპტირება და მომხმარებლებს შესთავზეს ისეთი პროდუქტი, რომელიც მარტივად მოერგო არსებულ მოთხოვნებს.  


"პანდემიის დაწყების პერიოდში ქართველი მომხმარებლების დიდი ნაწილისთვის ჯერ ისევ უცხო იყო დისტანციურად სწავლა და იმის წარმოდგენა, რომ ნამდვილად შესაძლებელია სრულფასოვანი და ხარისხიანი შედეგის ამ გზით მიღება. ბევრი ძიების შემდეგ აღმოვაჩინეთ ევროპაში აპრობირებული სწავლების პირდაპირი მეთოდი (Direct method), გადავამზადეთ გუნდი და სრულად მოვერდეთ ახალ გამოწვევებს."- აცხადებენ კომპანიაში.


დეტალებზე საინფორაციო პორტალ „მხარეს“ „ენების ლაბორატორიის“ დირექტორი ლელა ჯოყილაძე ესაუბრა:




_ ლელა, რას გულისხმობთ ახალ პროდუქტში, რომელიც მიაწოდეთ მომხმარებელს?


_ პანდემიის დაწყებასთან ერთად, ჩვენ აღმოვჩნდით არჩევანის წინაშე. ან უნდა შეგვეწყვიტა კომპანიის მუშაობა და დავლოდებოდით განვითარებული მოვლენების დასრულებას ან მოგვეძებნა ახალი და საინტერესო მეთოდი და მიდგომები, რომელიც გაამართლებდა დისტანციური სწავლების დროს და მისცემდა ჩვენს სტუდენტებს ენების ხარისხიანად შესწავლის საშუალებას.


ბევრი ძიების შემდეგ აღმოვაჩინეთ ევროპაში აპრობირებული სწავლების პირდაპირი მეთოდი (Direct method), გადავამზადეთ ჩვენი გუნდი და სრულად მოვერგეთ ახალ გამოწვევებს.


დასაწყისისთვის საკმაოდ რთული იყო ხალხის ნდობის მოპოვება ონლაინ სწავლასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ შევძელით რამდენიმე სატესტო ჯგუფის მობილიზება. ეს დაეხმარა მომხმარებლებს რომ დარწმუნებულიყვნენ ახალი მეთოდისა და დისტანციური სწავლის ეფექტურობაში. შესაბამისად, ჩვენ უკვე ერთი წელია აქტიურად ვმუშაობთ, ვიზრდებით და ვცდილობთ ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ამ ეტაპზე პირდაპირი მეთოდით ისწავლება ყველა ენა, გარდა არაბული და ქართული ენებისა.




_რამდენად რთული იყოს ხალხის ნდობის მოპოვება?

 

_ადვილი არ იყო. პანდემიის პერიოდში, როდესაც ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს დიდი დროის გატარება უწევდათ კომპიუტერთან, დამატებითი აქტივობის კვლავ ონლაინ კეთების სურვილი ნაკლებად ჰქონდათ.


ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა მეთოდი,რომელიც არ აიძულებს ბავშვს მხოლოდ კომპიუტერთან ჯდომას. გაკვეთილები დაგეგმილია ისე, რომ ბავშვებმა გაკვეთილის დროს შეძლონ თამაშით, სიმღერით და სხვადასხვა სახალისო აქტივობებით სწავლა. შესაბამისად, საშინაო დავალებები მინიმუმამდე დავიყვანეთ და როდესაც მივიღეთ პირველი შეტყობინება შინაარსით „ჩემი შვილი ყოველ დღე მეკითხება რამდენი საათი დარჩა ინგლისურის გაკვეთილამდე“ ჩვენ მიზანი მიღწეულად ჩავთვალეთ. ჩვენ შევძელით დისტანციური სწავლაც კი ყოფილიყო სახალისო, საინტერესო და ბედნიერების მომტანი ბავშვებისთვის.




_რა არის თქვენი სამომავლო გეგმა?

 

_ჯერ კი პატარა კომპანია ვართ, მაგრამ გეგმები დიდი გვაქვს! ჩვენი მიზანია რეგულაციების მოხსნის და საოფისე გარემოში დაბრუნების პარალელურად შევინარჩუნოთ დისტანციური სწავლების ხაზიც, რათა საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებმა, ასევე,  საზღვარგარეთ მყოფმა სტუდენტებმა კვლავ შეძლონ ჩვენთან სწავლის გაგრძელება.


მალე იგეგმება ახალი ფილიალის გახსნაც, რომელიც მოგვცემს გაფართოების საშუალებას რომ უფრო მეტი სტუდენტის მიღება შევძლოთ საოფისე გარემოშიც.


_ როგორ ფიქრობთ რა განაპირობებს თქვენს წარმატებას?

 

_ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მომხმარებლებთან და გუნდთან უკუკავშირი, მათი აზრის და რჩევების გათვალისწინება. ვფიქრობთ ჩვენი კომპანიის ზრდისა და წარმატების მიზეზია ჩვენი გუმდის ყოველი წევრის ფასდაუდებელი შრომა და თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენ გვენდობა და ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდით. ასევე, ვპირდებით ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას და საუკეთესო მომსახურებას.




ავტორი: საინფორმაციო პორტალი "მხარე"

კომენტარები:

ფართი შოპი