„შემიძლია გარდაცვლილ დედასა და ძმას დავეკონტაქტო“ - ია ფარულავა მასონთა კლუბის წევრი გახდა

21 Jun 2021 11:51

მსახიობი ია ფარულავა ეზოთერული საკითხებითაა დაინტერესებული, ამბობს რომ ბოლო რამდენიმე წელია იმ ჯგუფშია გაწევრიანებული, რომელშიც ეზოთერიკოსები არიან. იას თქმით, მას სამკითხაო წიგნიც კი აქვს შედგენილი და გარდაცვლილ ახლობლებთანაც ახერხებს კონტაქტს.


„ბავშვობიდან მინდოდა ნათელმხილველობა, ძალიან მიზიდავდა მკითხაობა, ტაროს კარტი და ზოგადად ეზოთერული საკითხები. 

სამკითხაო წიგნებიც კი მაქვს შედგენილი ჩემით. 

ერთხელ როცა პატარა ვიყავი, 7 წლისამ ერთ პატარა ბავშვს ვუთხარი რომ შენ შენი მშობლების შვილი არ ხარ-მეთქი. იქ ისეთი ამბები მოხდა, გამოიძახეს პოლიცია, იმ ბავშვის დედა მოვიდა გვეჩხუბა, ატყდა ერთი ამბავი და წლების შემდეგ გავიგე რომ თურმე სიმართლე მითქვამს. ახლა დიდობაში უკვე გადავწყვიტე წაეკითხა რამდენიმე წიგნი, რომელიც დაფარულს ხსნის, ამიტომ ვატიკანის ბიბლიოთეკიდან 10 წლიგნს გავეცანი, აგრეთვე ჩემითაც დავწერე წიგნი, რომელიც მოეწონათ ამ სფეროს წარმომადგენლებს და მიმიწვიეს ლექციის წასაკითხად. ამასთან გავწევრიანდი კლუბში, რომელსაც მასონებს ეძახიან, თუმცა ესენი არ არიან მასონები და არ არიან დემონები, ისინი უბრაოდ არიან ადამიანები, რომლებიც დაფარულს ხედავენ. ჩვენ ყველა რელიგიას ვცემთ პატივს და გვჯერა სიკეთის. მე მაქვს ისეთი ძალა და ვფლობ ისეთ ტექნიკას, რომ შემიძლია გარდაცვლი დედასა და ძმას დავუკავშირდე“, - თქვა ია ფარულავამ.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი