შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უაღრესად პოზიტიურია

21 Jun 2021 12:53

საარჩევნო რეფორმასთან ვენეციის კომისიასა და ოდირს ტექნიკური სახის რეკომენდაციები აქვთ და იქ ისეთი არაფერია, რაც პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს და შეთანხმებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დეპუტატები ტექნიკურ ცვლილებებზე დღეს იმსჯელებენ.


„ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნა უაღრესად პოზიტიურია. ჩამოთვლილია ყველა ის საკითხი, რომელიც კანონპროექტში აისახა და ამ თვალსაზრისით ცვლილებები შექებულია. რამდენიმე სახის ტექნიკური ცვლილებაა, რომელზეც დღეს ვიმსჯელებთ. ის პროექტი, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, არის შეთანხმებული პროექტი, რომელსაც პოლიტიკურმა ძალებმა მხარი დაუჭირეს. რამდენიმე ტექნიკური ხასიათის საკითხია, რომელსაც კანონპროექტში ავსახავთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ მიერ ერთობლივად შემუშავებული საარჩევნო რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიას მაისში გადაეგზავნა.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი