პარლამენტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმებაზე მსჯელობს

21 Jun 2021 17:37

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნებისთვის საგრანტო შეთანხმებით 66 960 000 დოლარს გამოყოფს, რომელიც წლების განმავლობაში შესაძლებელია, 

330 000 000 დოლარამდე გაიზარდოს.  საგრანტო შეთანხმებასთან დაკავშირებით  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.


ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის სამი მიმართულებითაა ჩამოყალიბებული: 

1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თითოეული კომპონენტი უკავშირდება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას.




კომენტარები:

ფართი შოპი