საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პაატა მანჯგალაძე აირჩიეს

21 Jun 2021 18:39

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის კვოტით პაატა მანჯგალაძე აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე ოპოზიციის მხრიდან ორი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ნიკა მაჭუტაძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პაატა მანჯგალაძე - ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.

 

ნიკა მაჭუტაძემ თავისი კანდიდატურა  პაატა მანჯგალაძის სასარგებლოდ მოხსნა.


კომიტეტმა პაატა მანჯგალაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.

 



კომენტარები:

ფართი შოპი