რა არის ბუღლტრული აღრიცხვა

21 Jun 2021 19:01

საკუთარი ბიზნესის ან სტარტაპის კეთებისას წინ ნამდვილად დიდი თავგადასავალი გელით, რომელიც მოიცავს წარმატებებსაც და მარცხებსაც, რაც ნებისმიერი შემთხვევაში აუცილებლად იქცევა შესაბამის გამოცდილებად. გამოწვევების მიღებისას უამრავი რისკია გასათვალისწინებელი და ისეთი მცირე დეტალებია დასაგეგმი, რომელიც მთლიან შედეგზე დიდ გავლენას ახდენს. ასეთ დროს მცირე ხარვეზიც კი შეიძლება დიდ დანახარჯად დაგიჯდეთ, განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ საქმე ეხება ფინანსებს. საქმიანობის დასაწყისში შეიძლება თქვენი ბუღალტერიის მარტივი ცოდნით გახვიდეთ ფონს, თუმცა რთული გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია ისეთ სანდო ხელებს მიანდოთ, ვინც სრულად მოუვლის და დააწყნარებს ფინანსურ ქაოსს. კომპანიის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სრულ წესრიგში იყოს და მუდმივად ყურადღება ექცეოდეს ფინანსურ აღრიცხვას და რაც ყველაზე მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალმა გამოცდილმა ადამიანმა აწარმოოს ის.


ბუღალტრული აღრიცხვა ერთგვარი ენაა, რომლის ძირითადი მიზანიც ბიზნეს საქმიანობაში ჩართული ყველა ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. ის გულისხმობს ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას, გაზომვას, დამუშავებასა და გადაცემას, შესაბამისად კრიტიკულადაა მნიშვნელოვანი ეს სისტემა მოწესრიგებული და დალაგებული იყოს, რათა ზუსტად განისაზღვროს კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობა, რის მიხედვითაც სწორად შეძლებთ სამომავლო მიზნების დასახვასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ეფექტურად განხორციელებს.


ბუღალტრული აღრიცხვა იყენებს ერთიანი დაკვირვების მეთოდს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც მას აწარმოებს, სრული ინფორმაციის შესახებ უნდა ჰქონდეს წვდომა, რადგან ამ პროცესის სწორად მართვაზეა დამოკიდებული ისეთი მენეჯერული საკითხები, როგორიცაა ფასის მოფიქრება, მომატება ან დაკლება, ასევე ხელფასების გაწერა და სხვა ფინანსური პროცესები. სტარტაპისა თუ ბიზნესისთვის ეს პროცესი ყოველთვის პრიორიტეტულია, რათა საჭირო ინფორმაციის გაცვლა და საბუთების ზედმიწევნით შენახვა სწორად ხდებოდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს საქმე აწარმოოს გამოცდილმა და პროფესიონალმა ბუღალტერმა, ვისაც სრულად ჩააბარებთ ფინანსებს და ვინც იზრუნებს თქვენი ბუღალტრული ქაოსის მოწესრიგებაზე. მნიშვნელოვანია ეს საქმე სანდო ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა ჩაიბაროს, ვისაც ექნება შესაბამისი რეპუტაცია და საქმის აწარმოებს კანონიერ ჩარჩოში.


ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისას მნიშვნელოვანია ჩართულობა, ინფორმაციის მიღება-დამუშავება, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად ჩართული იყოთ, მოისმინეთ რჩევები, განსაზღვრეთ კონკრეტული მიზნები და რა გაკლიათ ამ მიზნების მისაღწევად, გაითვალისწინეთ ფინანსური რისკები და ნებისმიერი კითხვის ნიშნის შემთხვევაში აუცილებლად გაესაუბრეთ კონპეტენტურ პირს. ნებისმიერი წარმატებული საქმიანობა, დამოკიდებულია ინფორმაციის სწორ გაცვლაზე, მის ანალიზსა და თანამშრომლობაზე, ამიტომ იყავით კრიტიკულები.


საუკეთესო ვარიანტია, თუ ფინანსური ინფორმაციას ეტაპობრივი რეპორტის სახით, კონსტრუქციულად და გასაგებად მიიღებთ და შესაბამისად დაამუშავებთ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დროის ნებისმიერი მონაკვეთში განსაზღვროთ ამ ეტაპზე სად იმყოფება კომპანია და შესაძლებლობა გქონდეთ შედარებისთვის გქონდეთ ინფორმაცია წარსულ პერიოდებზე. ბუღალტერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი სისტემატიზაციაა - ის არ უნდა იყოს ქაოტური და რთულად გასაგები, აუცილებლად უნდა მოიცავდეს ყველა აუცილებლად გასათვალისწინებელ დეტალს და ჰქონდეს ერთიანი სახე. ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივა კი ამისთვის არის ბუღლტერიის აუთსორსზე წარმოება და ისეთ ბუღალტრულ კომპანიასთან მეგობრობა, ვინც იზრუნებს თქვენს წარმატებაზე.



კომენტარები:

ფართი შოპი