რა არის სანახავი ქუთაისში

12 Jun 2021 19:06

სანატრელი ზაფხულის სიცხის დადგომასთან ერთად ვიწყებთ ჩვენი გეგმების ასრულებასა და ვივსებით დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის, ან სულაც დროებით რუტინისგან განსხვავებული საქმეების კეთება გვინდა. როგორც წესი, ზაფხულში წინასწარ ვგეგმავთ „არდადეგებს“, თუმცა მაინც შეიძლება დათქმულ კურსს გადავუხვიოთ და ახალი ადგილებიც აღმოვაჩინოთ. პანდემიის პირობებში, ვინაიდან გადაადგილება შეზღუდულია, ეს ზაფხული იდეალურია ხელახალი აღმოჩენებისა და კარგად ნაცნობ ქალაქებში უცნობი ადგილების მონახულებისთვის. ქუთაისი სწორედ რომ იდეალურია ასეთი ამბისთვის, ვინაიდან თავისი ისტორიული მნიშვნელობის გარდა აქ უამრავი ადგილია, რომელიც უეჭველი სიმპათიებით განმსჭვალავს ნებისმიერს. აღნიშნული შეთავაზება ნამდვილად იმსახურებს დაფიქრებას და თუ ჭკუაშიც დაგიჯდებათ, სასურველია დაგეგმოთ სანახავი ადგილები და ბინები ქუთაისში ისე აარჩიოთ. აქ ფასები არც ისე მაღალია, ეს ფაქტორი დამოიდებულია ბინის მდგომარეობასა და მდებარეობაზე, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერი ვარიანტი განიხილოთ. სტატიაში მოგიყვებით იმ ადგილების შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ ქუთაისში სტუმრობისას.


გელათის ტაძარი

გელათის ტაძარი დააარსა დავით აღმაშებელმა 1106 წელს, სადაც საუკენეების მანძილზე ფუნქციონირებდა საგანმანათლებლო ცენტრი. აქ დაცული იყო და დღემდეა შემონახული შუა საუკენეების უნიკალური ხელნაწერები და ფრესკები. გელათი თავისი მნიშვნელობით გაერთიანებული საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია, რომელსაც დღესაც აღფრთოვანებაში მოყავს მნახველი. ტაძარი გამოირჩევა არქიტექტურული ნამუშევრებითა და შესანიშნავი ხუროთმოძღვრული დეტალებით.


სათაფლიის მღვიმე

სათაფლიის მღვიმეები გამორჩეულია როგორც თავისი სილამაზით, ასევე აქ აღმოჩენილი პრეისტორიული აღმოჩენებით, რომელთა შორისაა 120 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ნაკვალევი, რაც მნახველებს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. ამ ეტაპზე დამთვალიერებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ სათაფლიის ოთხი მღვიმე, სადაც განთავსებულია მუზეუმი და საგამოფენო დარბაზები.


ბაგრატის ტაძარი

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი აგებულია ბაგრატ III-ის მიერ, 1003 წელს უქიმერონის გორაზე. ისტორიულად ძეგლი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოდ იქცა. ტაძარი საინტერესოა როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული კუთხით, რადგან ის ითვლება შუასაუკენეების საეტაპო მნიშვნელობის მქონედ.


პრომეთეს მღვიმე

კირქვის ბუნებრივად „დამუშავებულ“ მღვიმეში შეგხვდებათ ულამაზესი და გამორჩეული ფორმის სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სტალაგნატები და ჰელიქტიტები. პრომეთეს მღვიმე გამოირჩევა თავისი ზომით, სადაც 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია და რომლის ერთი გასასვლელი მდინარეზე გადის, სადაც შესაძლებელია ნავით გასეირნებაც.


ბოტანიკური ბაღი

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მე-19 საუკუნეში დაარსდა და დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სიმშვიდის მოსაპოვებლად. აქ სეზონის მიხედვით იმართება სხვადასხვა აქტივობები, რომელზე დასწრებაც ყველას შეუძლია. ბოტანიკური ბაღი გამოურჩეულია მცენარეთა უამრავი სახეობების ერთად თანაარსებობის გამო, აქ წარმოდგენილია მათი 210 გვარის სახეობა.


კლუბი რეფლექტორი

ისტორიული მნიშვნელობიც ძეგლებთან ერთად ქუთაისი იტევს თანამედროვე ხასიათს და სულს, ამიტომაც აქ ღამის ცხოვრებაც და საკლუბო სცენაც ძალიან მიმზიდველია. თუ ტექნო მუსიკის მოყვარული ხართ, კლუბი რეფლექტორი ნამდვილი აღმოჩენა იქნება თქვენთვის, სადაც ადგილობრივ დიჯეებთან ერთად ხშირად ცნობილი აარტისტებიც უკრავენ. ქუთაისისკენ ხშირად სწორედ რომ რეფლექტორის გამო მოუწევს გული უამრავ ახალგაზრდას, ამიტომ აქაურ საკლუბო სცენას საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს. თუ თქვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი სწორედ ამ ადგილის ნახვა და ღამის კარგად გატარებაა, სასურველია ბინები ქუთაისში სწორედ რეფლექტორის ახლო-მახლო მოიძიოთ.



კომენტარები:

ფართი შოპი