როგორი უნდა იყოს კარგი რეზიუმე

13 Jun 2021 19:08

დღევანდელ რეალობაში სულ უფრო ზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ახალი სამსახური სწადია, ამიტომ კონკურენცია მატულობს და აუცილებელია უამრავი დეტალი გავითვალისწინოთ. პირველი შთაბეჭდილება ხოლთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ საჭიროა ვაკანსიის გამოცხადებისას კარგი რეზიუმე გავგზავნოთ, რომელიც შთაბეჭდლებას მოახდენს და არაცნობიერად დადებითად განაწყობს დამსაქმებელს ჩვენს მიმართ. არ არსებობს ერთი კონკრეტული ფორმულა, რომელიც სივის გაგზავნისას მაშინვე ახალ სამსახურს გაშოვნინებთ, თუმცა არსებობს გარკვეული მითითებები, რომელსაც თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს დამსაქმებელზე.


რეზიუმეს მოცულობა უნდა იყოს ცოტა, ყველაზე დიდი, მაქსიმუმ ორი გვერდი სრულებით საკმარისია. ინფორმაცია ზუსტად უნდა ესადაგებოდეს იმ მოთხოვნებს, რაც ვაკანსიაშია გაწერილი, ნებისმიერი სახის ტექსტი კი უნდა იყოს მოკლე, ლაკონური. მაქსიმალურად თავი აარიდეთ ცხრილებს, მისამართებს და ისეთ არასაჭირო დეტალებს, რასაც არ ექცევა დიდი ყურადღება, გაწერეთ მხოლოდ საჭირო ინფორმაცია. ასევე,  არ მიუთითოთ სქესი, ოჯახური მდგომარეობა და ასაკი თუ ვაკანსიაშია ამაზე მოთხოვნა.


სასურველ პოზიციაზე დასაქმება ნიშნავს, რომ არამარტო სრულად აკმაყოფილებთ ვაკანსიის დეტალებს, არამედ შეგიძლიათ შთააბეჭდილების მოხდენაც, რისთვისაც რეზიუმე და გასაუბრება ერთგვარი ტესტია. კარგი რეზიუმეს უპირატესობა მისი სიმარტივე და ორგანიზებულობაა, ამიტომ მისი შედგენისას სამუშაო გამოცდილება, განათლება თუ დამატებით სხვა სახის ინფორმაცია დაწერეთ უკანასკნელიდან, ანუ ჯერ დაწერეთ ის პოზიცია და კომპანია რომელშიც ამ ეტაპზე მუშაობთ, შემდეგ წინა სამუშაო და ასე შემდეგ, აღნიშნული სტრუქტურა ეხება ნებისმიერი სახის ინფორმაციას.


როგორც წესი, ვაკანსიაში უმეტესად ფოტოსურათს არ ითხოვენ და არ არის სავალდებულო, თუმცა მისი ჩასმა საკმაოდ დადებით განწყობას იწვევს. ფოტოსურათი უნდა იყოს ბუნებრივი, საქმიანი და თემატური. არ ჩასვათ ზედმეტად გამოპრანჭული ან მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტო, რათა არასერიოზული დამოკიდებულა არ გამოიწვიოს მნახველში. სურათზე გამოსახული უნდა იყოთ მხოლოდ თქვენ, ბუნებრივ გარემოში და ბუნებრივად გამოწყობილი.


პირადი ინფორმაციის შეყვანისას აუცილებელია მიიუთითოთ სწორი საკონტაქტო მეილი და ნომერი, რომელსაც ამჟამად იყენებთ. ასევე, საკმაოდ დადებითი ტონი იქნება, თუ დაურთავთ ლინქდინის მისამართს, სადაც მითითებული იქნება განახლებული ინფორმაცია. არ შეიყვანოთ თქვენი პირადი ნომერი ან სხვა პიროვნების პირადი ინფორმაცია.


გასაუბრებაზე დაბარება და დასაქმება კიდევ უფრო მარტივია, როდესაც რეზიუმე პასუხობს იმ კონკრეტულ კითხვას: რათომ თქვენ? მოკლედ და ლაკონურად, ამიტომ მისი გაკეთებისას შეიყვანეთ მხოლოდ ნამდვილი ინფორმაცია და იყავით მაქსიმალურად კონრკეტული. ტექნიკური უნარების ნაწილში მიუთითეთ კონკრეტულად ის საოფისე პროგრამები, რომელსაც ფლობთ, არ ჩაწეროთ, რომ იცით ინტერნეტის გამოყენება და გუგლში მოძებნა. რაც შეეხება უცხო ენებს, ცოდნის დონე მიუთითეთ სწორად, რადგან საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა, როდესაც არასწორ დონეს უთითებენ, რამაც შეიძლება არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაგაყენოთ. თუკი კონკრეტული მოთხოვნა აქვს კომპანიას უცხო ენაზე, შესაძლოა ტესტის სახით გადაამოწმოს. ჰობისა და ინტერესის სფეროების დაწერა აუცილებელი არ არის, ბევრ ინფორმაციას არ იძლევა, ხშირად შეიძლება რეზიუმე უფრო მეტად დაამძიმოს, თუმცა მაინც ინდივიდუალურია. თუ გადაწყვეტთ დაწერას, ეცადეთ ძალიან ლაკონურად და მოკლედ იყოს მითითებული.



კომენტარები:

ფართი შოპი