რა არის აგროსესხი

16 Jun 2021 19:08

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საინტერესოა, შესაბამისად მუდმივად იზრდება ინტერესი და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების რიცხვი. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ბევრი სასიკეთო ცვლილებაც გამოიწვია, გამონაკლისი არც აღნიშნული სფერო აღმოჩნდა, ამიტომ თანამედროვე ადამიანები მუდმივად ცდილობენ ახალი ტექნიკის ათვისებას მათ სასარგებლოდ, თუმცა მეორე მხრივ შესაძლოა ეს გარკვეულ თანხებთანაც იყოს დაკავშირებული. ამასთანავე, აგრო სფეროში საკუთარი საქმიანობის დაწყებისას მნიშვნელოვანია საწყისი კაპიტალი, რომელიც გრძელვადიანი ინვესტიციაა და მაშინვე მოგებას ვერ მოიტანს. ამის გათვალისწინებით, ფერმერებსა თუ სხვა დაინტერესებულ ადამიანებს უწევთ გარკვეული რისკების გაწევა, რისთვისაც შესაძლოა ფინანსურად მზად არ იყვნენ. ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს სხვადასხვა ტიპის გამოსავალი, თუმცა საუკეთესო ალტერნატივა მათ შორის ისეთი გრძელვადიანი კრედიტის აღებაა, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს ამ სფეროს სპეციფიკას და მორგებულია სესხის ამღებ ადამიანზე.


აგროსესხი განსაკუთრებული ტიპის გრძელვადიანი სესხია, რომელიც თავისი მიზნობრიობიდან გამომდინარე განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო სფეროში ჩართული ადამიანებისთვის. სესხის აღება შეუძლია ყველა იმ დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც უკვე აქვს საკუთარი ბიზნესი ამ სფეროში ან სულაც ახლა იწყებს. სესხის მთავარი უპირატესობა მოქნლი გადახდის გრაფიკია, როდესაც პირველი გადახდა მაშინ მოგიწევთ, როდესაც შემოსავალს პირველად აიღებთ, რაც განპირობებულია იმით, რომ სესხის გამცემ ორგანიზაციებს ესმით ამ საქმიანობის სპეციფიკა და მაქსიმალურად ცდილობენ კომფორტული იყოს მისი დაფარვა. აგროსესხის აღება შესაძლებელია ნებისმიერი მიზნით, რომელიც აღნიშნულ სფეროს უკავშირდება, მაგალითად თუ უკვე არსებული ბიზნესისთვის ახალი დანადგარები გჭირდებათ ან სულაც თუ ახლა იწყებთ საქმიანობას.


აგროსესხი გაიცემა სრულწოვან საქართველოს მოქალაქეებზე, ვისი ასაკიც უკვე 18 წელი ან მეტია და ჩართულია აგრო საქმიანობაში. თუ ახლა იწყებთ საქმიანობას, ყველა დიდი ყურადღება ბიზნეს გეგმას ენიჭება, რომელსაც შეისწავლის შესაბამისი დეპარტამენტი და ამის მიხედვით განსაზღვრავს გასცეს თუ არა სესხი, ამიტომ აუცილებლად გათვალეთ ყველა დეტალი, გაითვალისწინეთ რისკები და შესაბამისად თავი მოუყარეთ ბიზნეს გეგმაში. სესხის აღება ტექნიკურ დონეზე მაქსიმალურად გამარტივებულია, განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზე, ასევე ფილიალში ვიზიტით. განაცხადის შევსების შემდეგ სპეციალისტებთან გექნებათ კომუნიკაცია, ვისთანაც გაივლით ყველა მნიშვნელოვან დეტალს, ამის შემდეგ კი ოფისში მისვლა და პირობების მაქსიმალურად დაზუსტებაა საჭირო. გაითვალისწინეთ, შეთანხმება ორმხრივია, ამიტომ შეგიძლიათ საკუთარი პირობებიც შესთავაზოთ. აგროსესხით სარგებლობისას აუცილებელი არ არის თავდების მოთხოვნა, აღნიშნული დეტალი თანხის მოცულობაზეა დამოკიდებული. სესხის აღება შეიძლება ნებისმიერ დროს და გაიცემა ნებისმიერი ადამიანზე. ცუდი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში აუცილებელი იქნება ექსპერტებთან კონსულტაცია, ვისთანაც დეტალებს დააზუსტებთ და ვინც გადაწყვეტს გასცეს თუ არა სესხი. თუ ამ დრომდე არ გისარგებლიათ რომელიმე სესხით ან მიმდინარე ვალდებულება უკვე გაქვთ, რომელიც ბოლომდე ჯერ არ დაგიფარავთ, ეს პრობლემას არ ქმნის, აუცილებელია ბიზნეს გეგმა სწორად და გამართულად გქონდეთ წარდგენილი.


ხელშეკრულების დადებისას განსაუთრებული ყურადღება გადახდის გრაფიკს მიაქციეთ, როგორც წესი, საფინანსო თუ საკრედიტო ორგანიზაციები ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობენ გაითვალისწინონ ყველა დეტალი და შემოგთავაზონ ყველაზე კომფორტული გზა, თუმცა სასურველია მაინც ნახოთ ხელშეკრულება და ყველა დეტალი ნათელი იყოს, რათა მომავალში რაიმე ხარვეზი არ წარმოიშვას.



კომენტარები:

ფართი შოპი