5 მოწყობილება, რომელიც ზაფხულისთვის იდეალური შენაძენია

15 Jun 2021 19:26

ზაფხულის დადგომასთან ერთად ვემზადებით ახალი თავგადასავლებისთვის, შესაბამისად ვაწყობთ ახალ გეგმებს და განვიხილავთ უამრავ ალტერნატივას. როგორც წესი, წინასწარ გვაქვს დაგეგმილი ჩვენი მოგზაურობა, თუმცა ზოგჯერ გადაწყვეტილებას სპონტანურადაც ვიღებთ. ასეა თუ ისე, ყოველთვის საჭიროა სხვადასხვა სახის აუცილებელი ნივთი თან გვქონდეს, რომელიც ცხოვრებას უფრო გვიმარტივებს და ცხოვრებას უფრო ხალისიანს ხდის. მაგალითად თუ მეგობრებთან ერთად პიკნიკი გადაწყვიტეთ, პორტატული დინამიკი და მასში ჩაღვრილი საყვარელი მუსიკის ჰანგები გართობას კიდევ უფრო გაგილამაზებთ. რაც არ უნდა იყოს, ჩვენი სმარტფონი ყოველთვის ჩვენთან იქნება, რომელიც შესაძლებელია სხვადასხვა მოწყობილობას დაუკავშირო, რომელიც დამატებით საკმაოდ კომფორტს და სიამოვნებას გვანიჭებს. სტატიაში მოგიყვებით იმ საუკეთესო მოწყობილობებზე, რომელიც სმარტფონს შეგიძლია დაუკავშირო და რომელიც საუკეთესო შენაძენი იქნება საზაფხულო ამბებისთვის.


პორტატული დამტენი

რა მოწყობილობაც არ უნდა გქონდეთ, ყოველთვის აუცილებელია სმარტფონი დატენილი იყოს, რათა მისი გამოყენება შევძლოთ. პორტატული დამტენი აუცილებელი ნივთია, რომელიც ნებისმიერ დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, სადმე გასვლის წინა დღეს უბრალოდ დატენით და ჩათვალთ თქვენს სმარტფონს უდროო დროს გამორთვა ნამდვილად აღარ მოუწევს. გაითვალისწინეთ, მეგობრებთან ერთად სადმე გასვლისას ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნივთია, ამიტომ საუკეთესო გამოსავალია, თუ მეგობრებს ურჩევდით საკუთარის შეძენას.


სმარტ საათი

სმარტ საათი ფუნქციურად მარტივი და გასაგები მოწყობილობაა, რომელიც სტანდარტული ტელეფონის თვისებებს ითავსებს: შესაძლებელია როგორც დარეკვა, ასევე შეტყობინების მიღება-გაგზავნა. გამოსაყენებლად საკმაოდ კომფორტული და დახვეწილია, შესაბამისად, თუ კარგად დასვენება გსურთ და მხოლოდ შეტყობინებების ან ზარების მიღება აუცილებელია, კარგი იქნება თუ სმარტ საათი თქვენს რომელიმე მაჯას დაამშვენებს. უბრალოდ უნდა დაუკავშიროთ თქვენს სმარტფონს და გაიკეთოთ ხელზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ დროსაც აჩვენებს, რაც საკმაოდ შესანიშნავი მიგნებაა.


პორტატული დინამიკი

მეგობრებთან ერთად ნებისმიერი სახის გართობა კიდევ უფრო სასიამოვნოა, თუ მას თან საყვარელი მუსიკაც ახლავს, ამიტომ პორტატული დინამიკი ყოველთვის იდეალური გადაწყვეტილებაა ნებისმიერი მოგზაურობისთვის. მოსახმარად მარტივია, არ იკავებს დიდ ადგილს და წონაც პატარა აქვს, რაც საკმაოდ დადებითი მხარეა. მოწყობილობა ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება სმარტფონს და საშუალებას გაძლევთ მუსიკა ხმამაღლა მოისმინოთ. ყოველდღიური გამოყენებისთვისაც იდეალურია თუ მუსიკის მოსმენა თქვენი ცხოვრების წესია და ჩვევად გაქვთ ხმამაღლა ჩართული მუსიკით გაატაროთ დღე.


ბლუთუზ ყურსასმენი

თუ მუსიკა თქვენი ცხოვრების ნაწილია და მის გარეშე ვერ ძლებთ, ბლუთუზ ყურსასმენი ნამდვლად დაგაინტერესებთ, რადგან სტანდარტული, სადენიანი ყურსასმენისგან განსხვავებით ბევრად კომფორტულია მოსახმარად და არც მალე გაფუჭება ემუქრება, ვინაიდან ძველი ტიპის ყურსასმენებს სწორედ სადენის გაფუჭების გამო ვიცვლიდით. ყურსასმენი უსადენოა და სმარტფონთან ბლუთუზის მეშვეობით ამყარებს კავშირს, რაც ასევე იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი არ არის, ცალი ხელით ყოველთვის ტელეფონს დავათრევდეთ მუსიკის მოსასმენად.


VR სათვალე

თუ არსებული რეალობა თქვენთვის საკმარისი აღარ არის და გსურთ ახალი გამოცდილება მიიღოთ სათამაშო სივრცეში, VR სათვალე იდეალური მოწყობილობაა, რომელიც შეგიძლია სმარტფონს დაუკავშირო და 3d გამოცდილება ყოველდღიურად მიიღო.



კომენტარები:

ფართი შოპი