რას მოიცავს „სოციალური კოდექსი“ - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

21 Jun 2021 19:50

რას მოიცავს „სოციალური კოდექსი“, რა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება იგეგმება და როგორ აისახება ეს რეფორმა მოსახლეობაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ნამდვილად, საქართველოში გვაქვს გარკვეული სოციალური უთანაბრობა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება კარგი ანალიზი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და მოწყვლად მოსახლეობას უფრო მეტად მიზნობრივი პაკეტი შევთავაზოთ, რომელიც უკეთესად ხედავს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის საჭიროებას, შეეხება ეს მათ სამუშაო ადგილზე დაცულობას, შეეხება დროებით შრომისუუნარობას, მათ ჯანმრთელობის საჭიროებებს და ა.შ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


მისი თქმით, თუ რა საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, ამაზე საუბარს ამ წლის დეკემბერში შევძლებთ, მას შემდეგ რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან მოხდება დეტალური ანალიზი ყველა იმ დეფის, რომელიც დღესდღეობით საკანონმდებლო სისტემაში არსებობს.


„ეს შეეხება როგორც ჯანდაცვის მიმართულებას, ასევე სოციალურ მიმართულებას, შრომის დასაქმების მიმართულებას. რეალურად ეს არის ყველა საჭიროება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შეიძლება ჰქონდეთ დაბადებიდან ხანდაზმულობის ჩათვლით და ასევე მათი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა საჭიროებისა და გამოწვევის დასაძლევად. დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ნამდვილად საქართველოში გვაქვს გარკვეული სოციალური უთანაბრობა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება კარგი ანალიზი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და მოწყვლად მოსახლეობას უფრო მეტად მიზნობრივი პაკეტი შევთავაზოთ, რომელიც უკეთესად ხედავს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის საჭიროებას, შეეხება ეს მათ სამუშაო ადგილზე დაცულობას, შეეხება დროებით შრომისუუნარობას, მათ ჯანმრთელობის საჭიროებებს და ა.შ.


სწორედ ეს არის პირველი წლის ამოცანა, რომ ჩვენ საზოგადოებასთან ღია კომუნიკაციაში გავაკეთოთ უკეთესი ანალიზი, თუ რა საჭიროებები არის საზოგადოებაში, რა უნდათ ჩვენს მოქალაქეებს, რა არის მთავრობის მიმართ დაკვეთა და ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან მოხდება ანალიზი საკანონმდებლო ბაზის და ასევე დეტალური შედარება ევროპის წამყვანი ქვეყნების საკანონმდებლო ბაზებთან და ამის შემდეგ უკვე დეტალურად შეგვიძლია ვისაუბროთ, რა იქნება სახელმწიფოს გადაწყვეტილება შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯი და შემდეგი გეგმა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად, ევროკავშირის დაფინანსებით, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები „სოციალური კოდექსის“ ორწლიანი პროექტის განხორციელებას იწყებენ.

imedinews.ge





კომენტარები:

ფართი შოპი