„რობიკოს სტატუსებს არ კითხულობთ რუსეთთან დაკავშირებით რაებს წერს?“ – გოგა ბარბაქაძე

22 Jun 2021 11:48

მსახიობი გოგა ბარბაქაძე რეჟისორ რობერტ სტურუას ხელმძღვალოებით, რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში წასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.


„რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა ფეხბურთში და გაემარჯვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, არ უნდა წასულიყო? ხომ ითამაშეს ბიჭებმა და ვჩალიჩობდით, რომ გავსულიყავით, სამწუხაროდ მოხდა რომ ვერ გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე. გარკვეულ უხერხულობას არ შექმნიდა საქართველოს ნაკრები რომ წასულიყო? ისიც ფესტივალია და შეიძლება თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ანალოგიურად მნიშვნელოვანია ზუსტად, როგორც მსოფლიო ჩემპიონატი, ისე ჩეხოვის ფესტივალი.


ბატონი რობიკოს სტატუსებს არ კითხულობთ რუსეთთან დაკავშირებით რაებს წერს? იმას რატომ არ აქვეყნებთ? რუსეთი რომ ოკუპანტია, რობიკო მაგას მთელი თავისი ცხოვრება იძახის, იმას რატომ არ აქვეყნებს? სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც მოაწერა ხელი, რომ რუსეთის ჯარი გასულიყო [საქართველოდან], რომ იცოდეთ…“


digest.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი