ირაკლი ზარქუა: ის, რომ პენსიონერებს სესხზე მაღალი პროცენტი აქვთ ეს არახალია, პირველი დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა

22 Jun 2021 15:21

„ის, რომ პენსიონერებს მაღალი პროცენტი აქვთ ეს არახალია. პირველი დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მოვიწვიეთ შესაბამისი ინსტანციები - ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ლიბერთი ბანკის წარმომადგენლობა. გარკვეული ძვრები გვაქვს. ამ კვირაში ველოდებით, რომ მოვიდეს ლიბერთი ბანკი  და გვითხრას, თუ  რა შეუძლია მოქმედ ხელშეკრულებაში გააკეთოს,“ - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა ოპოზიციის  წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს.

 


კომენტარები:

ფართი შოპი