ხაშურის კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია უტარდება

22 Jun 2021 17:02

ხაშურში კულტურის სახლის რაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 900 000 ლარზე მეტს შეადგენს. 


სამუშაოების ფარგელბში უკვე მოეწყო სცენა, საოპერატორი სივრცე, მოპირკეთდა ჭერი და შეიღება კედლები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დარბაზში იატაკის დაგება, რის შემდეგაც დამონტაჟდება სკამები, მოეწყობა გახმოვანებისა და განათების სისტემები. პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და ქალაქს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კულტურის სახლი შეემატება.


სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაზა დუგლაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. რწმუნებულის თქმით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების მეტად განვითარებას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის.


#რეგიონები2021


#ინფრასტრუქტურა2021




კომენტარები:

ფართი შოპი