თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

22 Jun 2021 23:42

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დეგელაციის წევრი, თამარ ტალიაშვილი, რომელიც სტრასბურგში,  ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას,  ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.


შეხვედრაზე ე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.


ყურადღება გამახვილდა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას აღწერს.




კომენტარები:

ფართი შოპი