მარიამ ლაშხი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

22 Jun 2021 23:53

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, მარიამ ლაშხი ასამბლეის საზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.


ასამბლეის სხდომაზე, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა,  კოვიდ 19-ის შედეგად გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შესახებ იმსჯელეს.

მარიამ ლაშხმა, საქართველოს სახელით, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც კოვიდ პასპორტებსა და სერტიფიკატებს ეხებოდა. მისი შეფასებით, ამ მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.


„დანერგილია ვაქცინაციის დოკუმენტი უნიკალური ბარ კოდით, ამასთან შექმნილია ანდროიდის აპლიკაცია რომელიც სულ მალე დაინერგება და ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ ელექტრონულად ჰქონდეთ ინდივიდუალური ვაქცინაციის დოკუმენტაცია“,- აღნიშნა დეპუტატმა.


საქართველოს პარლამენტის წევრმა, სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა მონაცემების უსაფრთხოების საკითხს და ამ მიმართულებით, ჩართულ მხარეებს, მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

 




კომენტარები:

ფართი შოპი