არც არასდროს მკეთებია ეს მარაზმი და არ გამიმდიდრებია ვიღაცის ბიზნესი – ეკა კვალიაშვილი პირბადეებზე

23 Jun 2021 00:33

„თავისუფლად სუნთქვას გილოცავთ!”, – ასე ეხმაურება მომღერალი ეკა კვალიაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ღია სივრცეში პირბადის გაკეთება სავალდებულო აღარ იქნება.


კვალიაშვილის თქმით, ის პირბადეს არც აქამდე არ ატარებდა, რადგან არ აპირებს, ვინმეს პირბადის ბიზნესი გაამდიდროს.


„აჰაა, გახსოვთ ფრაზა – ჰაერიც ფასიანი გახდებაო, ჰოდა, ვნახოთ, სადამდე. ალბათ, შემდეგ ტალღამდე. აბა, ხომ უნდა დაბრალდეს რაღაცას გავრცელება, რომ მერე ახალი ტალღები და ჯანდაბები გააპრავონ! ვნახოთ… ნეტავ, ვცდებოდე.


მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება ვეღარ გაბედოს ვერავინ ეს მარაზმი, თუ ცხვრებივით და შეშინებული ყურბანებივით აღარ მოექცევა ხალხი. აბა, ერო. გილოცავ და შეინარჩუნე თავისუფლება და თავს ნურავის დააჩაგვრინებ!


პირადად მე, არც არასდროს მკეთებია ეს მარაზმი და არ გამიმდიდრებია ვიღაცის ბიზნესი. მადლობა უფალს და ჩემს ცნობიერებას, რომ მღვიძავს!!!“, – წერს ეკა კვალიაშვილი.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი