"ერთი წამით ქალბატონო, ნუ კივით, დავიტანჯე" - ბექა დავითულიანი თაკო ჩარკვიანს

23 Jun 2021 09:10

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი თაკო ჩარ­კვი­ა­ნი უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს და­უ­პი­რის­პირ­და.


ჩარ­კვი­ა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გია ვოლ­სკი­სა და ბექა და­ვი­თუ­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია, რო­მელ­თაც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის მი­სა­მარ­თით თქვეს, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხელი მო­ა­წე­რა რე­ზო­ლუ­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, 2008 წლის ომი სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო.


ჩარ­კვი­ან­მა სცა­და, მათ­თვის გა­მოს­ვლის დას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცა და რო­გორც გა­ნა­ცხა­და, არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ამ­კვიდ­რებ­დეს წი­ნა­და­დე­ბას, რომ ომი სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო.


"სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბაა, რომ ომი სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო. ეს არის კა­ტას­ტრო­ფა - არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში კეთ­დე­ბო­დეს. ომი სა­ქარ­თვე­ლოს არ და­უ­წყია!", - გა­ნა­ცხა­და თაკო ჩარ­კვი­ან­მა სე­სი­ა­ზე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბის მი­სა­მარ­თით.


"ერთი წა­მით ქალ­ბა­ტო­ნო, ნუ კი­ვით, და­ვი­ტან­ჯე" - უპა­სუ­ხა ჩარ­კვი­ანს ბექა და­ვი­თუ­ლი­ან­მა.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი