გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას ტყეში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

23 Jun 2021 11:35

ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისა და კოცონის დანთებისას ვრცელდება.


სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, ადამიანთა დაუდევრობაა.


იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები განათავსა.


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი