„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

23 Jun 2021 17:51

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა ცოტა ხნის წინ ხევიდან ამოიყვანა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ჯგუფი ადგილზე შეტყობინებიდან მალევე მივიდა.


„მაშველების მიერ ხევიდან ამოყვანილია პირი, რომლის გარდაცვალების ფაქტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მხრიდან დაფიქსირდა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა. სოფელ შქმერში გზა ჩავარდა, რა დროსაც ის ხევში გადავარდა.




კომენტარები:

ფართი შოპი