ტელეწამყვანი ანი გიუნტერი სიმონ ხეჩინაშვილის კლინიკიდან "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პირველად 20 დღის შემდეგ დედის ნახვას შეძლებს.
"არსებობს ასეთი სიტყვა-ბრძოლისუნარიანი. ეს არის ექიმების მთავარი დასკვნა და დიაგნოზი 81 წლის ლუბა დანილენკოს შემთხვევაში. მხოლოდ ამის დამსახურებით ახლა ვნახავ საკუთარ დედას, 20 დღის შემდეგ. ძალიან ვღელავ, ძალიან... გული მაქვს ამოვარდნაზე და გიგზავნით თქვენ - მადლობა ყველას."
კითხვაზე, თუ რა დაემართა დედას, ანი პასუხობს: "მეორე ინსულტი და დაემატა თავისტრავმა მირტყმით, პერსონალის უყურადღებობის გამო... ამას გაუძლო ამ ქალმა და რა დავწერო მეტი?"
კვირის პალიტრა