გარდაბანში იუსტიციის სახლი იხსნება

24 Jun 2021 00:30

სახელმწიფო და კერძო სექტორის  450 სერვისით სარგებლობა უკვე  გარდაბნის მცხოვრებთაც შეეძლებათ. 24 ივნისს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე  26-ე იუსტიციის სახლს გახსნის. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
 
გარდაბნის იუსტიციის სახლი ქვემო ქართლის რეგიონში მე-4 ფილიალია, რომელმაც მოძველებული, საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლა. მისი ფართი 1000-მდე კვადრატული მეტრია. ფილიალში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული – სადღესასწაულო დეკორაციებით გაფორმებული სივრცე წყვილებს საშუალებას აძლევს, ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმონ. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა ქორწინების საზეიმო რეგისტრაციაზე 9 ივნისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიხსნა.
 
იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უკვე უზრუნველყოფს.

 





კომენტარები:

ფართი შოპი