"მოწმემ დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი ყოველთვის იყო შერიგების მომხრე, იჩენდა ინიციატივას, რომ თანაცხოვრება გაეგრძლებინათ" - ბასილაშვილის ადვოკატი

24 Jun 2021 00:38

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მოწ­მემ სა­სა­მარ­თლო­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის შე­რი­გე­ბის მომ­ხრე იყო და თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის­თვის ინი­ცი­ა­ტი­ვას იჩენ­და.


ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, თე­ო­ნა გვა­ზა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მოწ­მემ სა­სა­მარ­თლო­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის შე­რი­გე­ბის მომ­ხრე იყო და რომ თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის­თვის ინი­ცი­ა­ტი­ვას იჩენ­და.


რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი არას­დროს ჩა­უ­დე­ნია.


"დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი წარ­მო­ად­გინა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ბრა­ლად წარ­დგე­ნი­ლის შე­საძ­ლო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქტს გა­მოკ­ვე­თავ­და, არ წარ­მოდ­გე­ნი­ლა. მოწ­მემ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­მარ­ტა, რომ ის არას­დროს გამ­ხდა­რა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თუ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მოწ­მე, ის ფლობ­და გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის­გან და არას­დროს დო­რო­ყაშ­ვი­ლი მას­თან კონ­კრე­ტუ­ლად არ სა­უბ­რობ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, რა­საც ნელი დო­რო­ყავ­შვი­ლი მოწ­მეს აწო­დებ­და, მკა­ფი­ოდ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის იყო შე­რი­გე­ბის მომ­ხრე და იჩენ­და ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა გა­ეგ­რძლე­ბი­ნათ.


არის გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ზე­პირ გან­მარ­ტე­ბებს ემ­ყა­რე­ბა, არის სა­კი­თხე­ბი, სა­დაც მხო­ლოდ უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მი­მო­წე­რის სა­ხით და ამე­რი­კის ეპი­ზო­დი. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ არის, სა­ინ­ტე­რე­სოა, ძა­ლა­დო­ბა­ზე რა­ტომ სა­უბ­რო­ბენ, როცა ძა­ლა­დო­ბის ეპი­ზო­დე­ბი კა­მე­რის მხრი­დან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ არის",- გა­ნა­ცხა­და გვა­ზა­ვამ.


ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.


პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი