ათენში დააკავეს მღვდელი, რომელმაც მართლმადიდებლური ეკლესიის შვიდ ეპისკოპოსს მჟავა შეასხა

24 Jun 2021 12:06

ათენში დააკავეს მღვდელი, რომელმაც ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის შვიდ ეპისკოპოსს მჟავა შეასხა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.


სამართალდამცავების ინფორმაციით, 36 წლის მღვდელმა პეტრაკის მონასტერში თავდასხმა მაშინ განახორციელა, როდესაც მის წინააღმდეგ დისციპლინური ზომების გატარების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობდა.


სამი ეპისკოპოსი, მიღებული დამწვრობის გამო, საავადმყოფოში მკურნალობს. ჰისპიტალიზებულია ასევე ერთი სამართალდამცავი, რომელიც სასულიერო პირების დახმარებას ცდილობდა და დაცვის წევრი, რომელიც გაქცეულ მღვდელს დასაჭერად დაედევნა.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მღვდელი, რომელსაც ეკლესიიდან გაძევება ემუქრება, ნარკოტიკებით ვაჭრობაში მონაწილეობაშია ბრალდებული და ეპისკოპოსები მისთვის სასულიერო ხარისხის ჩამორთმევაზე მსჯელობდნენ.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი