სალომე სამადაშვილი ვაშინგტონიდან მოსამართლეების სანქციების შესახებ

24 Jun 2021 12:25

„შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეებთან მიმართებაში ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც ამ კლანის მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს“. - აცხადებს აშშ-ში ვიზიტად მყოფი ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშილი.


მისივე თქმით - „ვიზიტის შედეგად მივიღებთ ძალიან მკაფიო, არა მხოლოდ გზავნილებს, არამედ კონკრეტული ზეწოლის მექნიზმებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე, მიშელის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად.“ 


ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრების ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში უმაღლეს დონეზე გრძელდება. ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია დღეს, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 


ფრაქციის ერთ-ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორებისგან იქნება მკაფიო გზავნილები, მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით. მისივე თქმით,"ქართული ოცნების" მხრიდან ყველა ის მცდელობა, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებას უქმნის საფრთხეს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან ძალიან ცუდად იქნება აღქმული. 


" უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მკაფიო გზავნილებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერდეს აუცილებლად მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ზედ მიწევნით შესრულდეს მიშელის შეთანხმება. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნისთვის წინ წასასვლელად არის მიშელის შეთანხმების შესრულება ამიტომ, ყველანაირი მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ შეთანხმების შესრულებას შეუქმნას საფრთხე, იქნება ძალიან ცუდად აღქმული. " - აშშ-ში ყოფნის დროს განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც წარმომადგენელთა პალატის ასევე, სენატის საგარეო ურთიერთობების  კომიტეტების წარმომადგენლებთან. იმ ადამიანებთან, რომლებიც რეალურად განსახზღვრავს საკანონმდებლო ორგანოში, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას და ასევე გვექნება შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ასევე, იმ ადამიანების ჯგუფთან ვინც მუშაობს საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკაზე.


ჩვენი მთავარი თემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის რათქმაუნდა მიშელის შეთანხმების შესრულება. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მკაფიო გზავნილებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერდეს აუცილებლად მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და უნდა შესრულდეს ზედ მიწევნით მიშელის შეთანხმება. 


ერთი რამ არის ფაქტი -  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნისთვის წინ წასასვლელად არის მიშელის შეთანხმების შესრულება ამიტომ, ყველანაირი მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ შეთანხმების შესრულებას შეუქმნას საფრთხე, იქნება ძალიან ცუდად Აღქმული. 


დღეს ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა, რომ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეების მიმართებაში ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა ვინც ამ კლანის მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს. ეს არის ის დისკუსია, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან. მიგვაჩნია, რომ ზეწოლა უნდა გაიზარდოს ყველანაირი საშუალებებით, რომ ჩვენს ქვეყანას არ წაერთვას შანსი მართლა გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი. არსებული სასამართლოს სისტემით, მაშინ როცა კანონის უზენაესობა ქვეყანაში არ არსებობს და იმ გამოწვევების ფონზე რომელიც დღეს ჩვენს წინაშეა რეალურად საქართველოს შანსი, რომ წინ წავიდეს ნატოს მიმართულებით არ აქვს. ეს მოვისმინეთ ჩვენ, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირებისგან. 


მე დარწმუნებული ვარ,რომ ვიზიტის შედეგად მივიღებთ ძალიან მკაფიო არამხოლოდ გზავნილებს არამედ კონკრეტული ზეწოლის მექნიზმებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე, მიშელის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად."  - სალომე სამადაშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი