მამუკა ხაზარაძე - ამ ქვეყანას რომ ვუყურებ, ერთი სათაური მომდის თავში - „გაშვებული შესაძლებლობების ქვეყანა“

24 Jun 2021 16:42

მე ამ ქვეყანას, რომ ვუყურებ, ერთი სათაური მომდის თავში, ერთი სიტყვით რომ ავღწეროთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ ქვეყანას ვფიქრობ შეიძლება დავარქვათ „გაშვებული შესაძლებლობების ქვეყანა“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისივე თქმით, ამ კულტურის, ისტორიის, ნიჭი მქონე ხალხი ასეთ გაჭირვებაში არ უნდა ცხოვრობდეს.


„რატომ გავუშით ამდენი შესაძლებლობა ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში? იმიტომ გავუშით რომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და თავისუფლები ვერ გავხდით. არავინ არ ადგა გუშინ თქვენგან, თუნდაც დახურულ დარბაზში და არ თქვა, რა მოსამართლეებს ნიშნავთ? ვალდებულება გვაქვს აღებული, იმ ხალხისა და სახელმწიფოების მიმართ, რომელიც ჩვენ გვასულდგმულებს 30 წლის განმავლობაში. ჩაიხედეთ რამდენი თანხა აქვთ მოცემული, რამდენი რამ აქვთ გაკეთებული ჩვენთვის ამ ადამიანებს. როგორ გგონიათ აქ, ჩვენ ჩვენებურად ვიცხოვროთ, ფული მოგვცენ და არანაირი ვალდებულება არ შევასრულოთ? ანუ ქართველი კაცის, პარლამენტარის სიტყვა მთელ მსოფლიოს უნდა ვათქმევინოთ, რომ ჩვენ სიტყვის ხალხი არ ვართ?


რატომ ვართ „გაშვებული შესაძლებლობების ქვეყანა“ და რატომ ვართ ღარიბი ქვეყანა იცით? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო კორუფცია, სხვადასხვა დოზით და სხვადასხვანაირი. წინა ხელისფულების დროს იყო ელიტური კორუფცია. ახლაც საშინელი კორუფციაა! თქვენ შეიძლება ამას არ აღიარებთ, მაგრამ არ არსებობს სფერო, რომელიც არ არის კორუმპირებული. არ არსებოს დარგი და სახელმწიფო უწყება, სადაც ნეპოტიზმი არ არის გამეფებული”,- განაცხადა ხაზარაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი