ოცნებას სურს 2 ოქტომბერს ჩაატაროს არჩევნები, ფიქრობენ, რომ ზაფხული უშველით – გიორგი ვაშაძე

24 Jun 2021 17:01

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს ჩატარდება. ეს ვაშაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში, საარჩევნო სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ უთხრა.

გიორგი ვაშაძე:


” ქართულ ოცნებას სურს და დაგვიდასტურეს, რომ 2 ოქტომბერს ჩაატარონ არჩევნები. ჩვენ ვუთხარით, რომ სჯობს კანონში იყოს გაწერილი წესი, რომელიც სპეკულირების საშუალებას აღარ მოგვცემს, თუ როდის ჩატარდება არჩევნები, აღარ მოგვცემს. ჩვენი სურვილია, რომ უფრო გვიან ჩატარდეს, ოცნებას ეჩქარება ეს არჩევნები. ფიქრობენ, რომ ზაფხული უშველით, მაგრამ მე ამის არ მჯერა. სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნები იქნება 2 ოქტომბერს და კანონშიც ჩაიწერება ეს, რომ მერე აღარ დაველოდოთ ამ საკითხს”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი