დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის შედეგებზე ინფორმაცია მოისმინა

24 Jun 2021 18:48

2021 წლის 27 მაისს ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" შედეგების ანალიზი მოისმინეს დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.ფორუმის ფარგლებში, თემატურ/მიზნობრივ სამუშაო ჯგუფებში („ეკონომიკა და ბიზნესი - ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“; „განათლება და კულტურა“ - კულტურულ დიპლომატიაში ქართული დიასპორის როლი), დიასპორული ორგანიზაციებისა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობით, მიღებული გადაწყვეტილებების, შემუშავებული და წარმოდგენილი საერთაშორისო პროექტების განხორციელების თაობაზე ინფორმაცია კომიტეტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ვლადიმერ კონსტანტინიდმა გააცნო.

 

კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ფორუმზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით და დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების ირგვლივ მსჯელობის შედეგად, სამინისტროს მხრიდან კონკრეტული აქტივობები დაიგეგმა, რაც დიასპორასთან დაკავშირებით სამინისტროს განსახორციელებელ სამომავლო პროექტებსა და გეგმებში აისახება.

 

კომიტეტის სხდომას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილიც ესწრებოდა.

 



კომენტარები:

ფართი შოპი