რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში მომდევნო წლებში ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება - კარლ ჰარცელი

24 Jun 2021 19:12

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მომდევნო წლებში ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.


კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელში შაორის ტბაზე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.


"ღრუბლების გავლით მშვენიერ რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში ვარ. ეს ტერიტორია მომდევნო წლეებში ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება. მოუთმენლად ველოდები დღეს აქ მოსახლეობასთან შეხვედრას და ამ ულამაზესი რეგიონის უკეთესად გაცნობას," – წერს კარლ ჰარცელი.



rustavi 2





კომენტარები:

ფართი შოპი