შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურმა მდივანმა არჩილ თალაკვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

24 Jun 2021 19:31

შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურმა მდივანმა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ასამბლეის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა. ასაფ ჰაჯიევი საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

 

საქართველოს პარლამენტი აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში, სადაც შავი ზღვის რეგიონის პოლიტიკური, სამართლებრივი, უსაფრთხოების და ეკონომიკური საკითხები განიხილება.

 



კომენტარები:

ფართი შოპი