პრემიერ-მინისტრი “Rothschild & Co”- ის მმართველ დირექტორს შეხვდა

24 Jun 2021 19:52

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია “Rothschild & Co”- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კონკრეტულ სფეროებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს. ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.


შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ესწრებოდა.




კომენტარები:

ფართი შოპი