ხელისუფლების სისუსტის აშკარა შედეგია, როცა ის სხვა, თუნდაც ჰეგემონ სახელმწიფოს, ვერ ეუბნება ამერიკელებს, რომ ფეხები მაგიდიდან ჩამოიღონ - სოსო მანჯავიძე

25 Jun 2021 12:23

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამერიკელების ერთ, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფ ნაწილს საქართველოს ნეოკოლონიალიზმის ერთგვარ ნიმუშად, მოდელად გადაქცევის დაუოკებელი სურვილი ტანჯავს“, - წერს ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში. 


მისი თქმით, ამის ნათელი გამოხატულებაა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება მოსამართლეების არჩევის შესახებ.


„სრულიად გასაგებია, რომ ამ სასამართლოს აქვს პრობლემები, თუმცა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ასეთი უხეში ფორმით ფეხქვეშ გათელვა ხარისხობრივად უფრო დიდი პრობლემაა, არის საქართველოს კოლონიალური სტატუსის ღია დემონსტრირება და სასამართლოს გარე მართვის ლეგიტიმაცია. ხელისუფლების სისუსტის აშკარა შედეგია, როცა ის სხვა, თუნდაც ჰეგემონ სახელმწიფოს ვერ ეუბნება ამერიკელებს, რომ ფეხები მაგიდიდან ჩამოიღონ. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო კარგად მესმის, როგორ მოახერხეს მათ მთელ მსოფლიოში ანტიამერიკული განწყობების გამოწვევა.


აქაურ მონებს ეს, ცხადია, არ ეხება, სულ პანჩურები რომ ურტყან ყოველდღე ამერიკელებმა, გამოაცხადებენ, რომ ეს საჭიროა ევროატლანტიკურ სივრცეში შესასვლელად და ზოგადად, პანჩური სასარგებლოა, თუ ის ამერიკულია. ჰოდა, კიდევაც დადიან ერთ ადგილ გაბზეკილები, აგერ, დეფილე აქვთ დედაქალაქებში, ცდილობენ ერთმანეთს გაბზეკვაში აჯობონ, იქნებ წყალობის ხალათი მიიღონ მათგან. ვაი, დამარცხებულთ - მოდი და ნუ გაგახსენდება გალების ბელადის ეს ფრთიანი გამოთქმა“, - წერს სოსო მანჯავიძე.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი