პარლამენტი პრემიერ-მინისტრის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას მოუსმენს

25 Jun 2021 12:54

პარლამენტი საგაზაფხულო  სესიის პლენარული სხდომების ბოლო დღეს,  25 ივნისს   პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას მოუსმენს. 

 

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში საუბარია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.


პარლამენტის რეგლამენტის თანახმად,  პრემიერ-მინისტრის მოხსენების  შემდეგ პროცედურა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესით მიმდინარეობს:


პარლამენტის წევრები შეკითხვებით მიმართავენ მომხსენებელს. თითოეული შეკითხვისთვის გამოყოფილია  2 წუთი, დაზუსტებისთვის - 1 ხოლო   შეკითხვებზე პასუხებისთვის მომხსენებელს აქვს  20 წთ.


სხდომაზე კომიტეტის წარმომადგენლების გამოსვლის ხანგრძლივობაა 5 წუთია, უფრაქციო პარლამენტის წევრების - 3 წუთი.თითოეულ ფრაქციას იმდენი წუთი ეძლევა, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა.


გამოსვლების დასრულების შემდეგ , 10 წუთიანი რეგლამენტით  მომხსენებელი პარლმენტს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.




კომენტარები:

ფართი შოპი