დედა სიდონია: გიორგი გაბუნია სტიქაროსანი იყო და ერთ დროს ბერობა უნდოდა

26 May 2018 01:11


“აი, რას ვფიქრობ. არც ჩემთვისაა სასიამოვნოდ მოსასმენი მსგავსი საუბრები ღვთისმშობელზე.
მაგრამ ვფიქრობ, როდესაც აგრესიას ავლენენ, მრევლი და სამღვდელოება არანაკლებ ცუდად იქცევა.


გაბუნიას არ ვიცავ, მაგრამ, სხვათა შორის, სტიქაროსანი იყო და ერთ დროს ბერობა უნდოდა.


რამდენია ასე წამოსული ეკლესიიდან. როცა სულიერი კრიზისები ეწყებათ, მაშინ რატო არ ვუდგავართ მხარში? მაგრამ მაშინ ყველა მაგარია ამპარტავანოს ძახილში! მერე თავისი პროტესტები ჯერ ფერად თმასა და საყურეებში გამოხატა, მერე კი – ამ ფორმით. რეალურად, არავინ იცის, რა ენატრება ძველი პერიოდიდან, რაზე სწყდება გული და ა.შ ვინმე დაუჯდა და დაელაპარაკა პირისპირ?”


კომენტარები:

ფართი შოპი