თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის ვაჟი ქორწინდება - ფოტოები და ხელის თხოვნის ემოციური კადრები: ვინ არის ვატო არველაძის საცოლე

25 Jun 2021 14:47

რეზი არ­ვე­ლა­ძი­სა და თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძის ვაჟი, ვატო არ­ვე­ლა­ძე ქორ­წინ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, ვა­ტომ საყ­ვა­რელ გო­გო­ნას, მა­კუ­ნა ზე­და­ში­ძეს ხელი სა­ჯა­როდ სთხო­ვა.


ამ ემო­ცი­ურ მო­მენტს წყვი­ლის მე­გობ­რე­ბის გარ­და, ეს­წრე­ბოდ­ნენ ვა­ტოს ძმა და დედა, თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძე, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით წყვი­ლის ვი­დეო "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა - "ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რი.“


ვატო და მა­კუ­ნა წლე­ბია უკვე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძის სარ­ძლო პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია. ვატო კი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი შვი­ლია, რო­მელ­მაც თა­ვა­დაც პრო­ფე­სი­ად ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა აირ­ჩია.


2020 წლის აგ­ვის­ტო­ში ვატო სა­ცხოვ­რებ­ლად თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და და ორ­წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი კლუბ "ფა­თიჰ კა­რა­გი­უმ­რი­უ­კის­თან" გა­ა­ფორ­მა.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ სტამ­ბო­ლის კლუ­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ვა­ტოს ბიძა, არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძეა, რო­მელ­საც კლუ­ბის მფლო­ბელ სუ­ლე­ი­მან ხურ­მას­თან წლე­ბია ახლო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებს.


მა­კუ­ნა­სა და ვა­ტოს სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია წლე­ბის წინ სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვატო არ­ვე­ლა­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სნებ­და: "ეს მა­გა­რი ის­ტო­რი­აა. "ფე­ის­ბუქ­ზე" მო­მე­წო­ნა მისი ფო­ტო­ე­ბი, ვწერ­დი და ორი წელი არ მპა­სუ­ხობ­და, მე­უბ­ნე­ბო­და, პა­ტა­რა ხარო. რომ გა­ვი­ზარ­დე, თვი­თონ გა­მოჩ­ნდა და მომ­წე­რა... და გა­ვი­ფიქ­რე, ეს გოგო შარ­შია-მეთ­ქი....“ - ამ­ბობ­და ვატო.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი