26 ივნისს თბილისში წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალი იწყება

25 Jun 2021 15:07

26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური აუზი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს მასპინძლობს. პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მსოფლიო წყალბურთის გრანდები - აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები იღებენ მონაწილეობას. ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.


საქართველოს ეროვნული ნაკრები ბ ჯგუფში იაპონიის, მონტენეგროსა და აშშ-ის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ა ჯგუფში ერთმანეთს ყაზახეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და იტალია შეეჯიბრებიან. ჩვენი გუნდი 26 ივნისს იაპონიას, 27 ივნისს მონტენეგროს, ხოლო 28 ივნისს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება. სამივე მატჩი 16:30 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრებისა და ფინალური მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: http://tkt.ge/waterpolo


წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის ორგანიზატორები საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაცია - FINA და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაცია არიან. ღონისძიების სპონსორები და მხარდამჭერები: ‘Coca-Cola’, ‘VTB’, „საქართველოს პირველი არხი“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, „ოლიმპიური აუზი“, „აიქარი“, „აჭარაბეთი“, „წყალი გუდაური“, „ალმა“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ‘FINA TV’, ‘MIKASA’, ‘TKT.GE’, საცურაო კომპლექსი „ოლიმპიკი“.

წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალი - ჯგუფური ეტაპის განრიგი

 

26 ივნისი

მონტენეგრო - აშშ 14:45

იაპონია - საქართველო 16:30

საბერძნეთი - საფრანგეთი 18:15

ყაზახეთი - იტალია 20:00

27 ივნისი

ყაზახეთი - საფრანგეთი 14:45

საქართველო - მონტენეგრო 16:30

იტალია - საბერძნეთი 18:15

იაპონია - აშშ 20:00

28 ივნისი

საბერძნეთი - ყაზახეთი 14:45

აშშ - საქართველო 16:30

მონტენეგრო - იაპონია 18:15

საფრანგეთი - იტალია 20:00





კომენტარები:

ფართი შოპი