თინათინ ბოკუჩავა: ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომ სისტემური, ყოვლისმომცველი, ჰოლისტიკური რეფორმა შეიმუშაოს

25 Jun 2021 16:36

„სახელისუფლებო გუნდი ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს  საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებებით ასრულებს შარლ მიშელის დოკუმენტის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას,“- განაცხადა   საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში  არ არის გაწერილი  მთელი რიგი იმ რეგულაციებისა, რომელიც   განსახილველ კანონპროექტშია  მოცემული.

 

„კანონპროექტი  მეორე მოსმენით განხილვამდე ვენეციის კომისიას გაეგზავნა იმ მიზნით, რომ მეორე მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული ყოფილიყო  მის მიერ მომზადებული რეკომენდაციები. ვენეციის კომისიის დასკვნაში  მოცემული  არცერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა  თინათინ ბოკუჩავამ . 


დეპუტატის განმარტებით, ვენეციის კომისია დასკვნაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომ  სისტემური, ყოვლისმომცველი, ჰოლისტიკური რეფორმა შეიმუშაოს, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობაზე იქნება გათვლილი.


„აღნიშნული მოწოდება   კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  ეს არის დროებითი, ტრანზიციული ცვლილებები, რომელმაც შემდეგ არჩევნებამდე უნდა მიგვიყვანოს. მერე კი დარწმუნებული ვარ, მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა და მხოლოდ ამ მომენტის შემდგომ შეძლებს სქართველოს პარლამენტი , შეიმუშაოს ისეთი ფუნდამენტური  საარჩევნო ცვლილება, რომელიც მართლაც დაუბრუნებს ადამიანებს არჩევანის თავისუფლებას“, -განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.





კომენტარები:

ფართი შოპი