შალვა პაპუაშვილი: ტყუილია, თითქოს ქალთა 20%-იანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საკრებულოებში იცვლება

25 Jun 2021 19:17

 „ტყუილია თითქოს ქალთა 20%-იანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საკრებულოებში იცვლება“,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ის კვოტა, რომელიც შემოიღო „ქართულმა ოცნება“, 20%-იანი უზრუნველყოფა, მინიმალური სტანდარტი საკრებულოების წარმომადგენლების - რჩება, არ იცვლება არაფერი, ასე რომ ტყუილია, რომ რამე უარესდება, ამიტომ, გთხოვთ ამ პუნქტიდან გამომდინარე ნუ იტყვით უარს რომ მხარი დაუჭიროთ კანონპროექტს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი