ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

25 Jun 2021 22:21

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ფესტივალების სეზონი დაიწყო. 26 და 27 ივნისს, ღია სადღესასწაულო სივრცეში ნაყინის ფესტივალი გაიმართება.


ღონისძიებაში 20-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან მცირე მეწარმეები, ნაყინის მასიური მწარმოებლები და სტარტაპერები.


14:00-დან 19:00 საათამდე ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სახალისო აქტივობები, გათამაშებები, მუსიკა, ზღაპრის გმირები და ანიმატორები დახვდებათ.

 

ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდება ნაყინის კოქტეილის მასტერკლასი, რომლის დროსაც, დამთვალიერებლები ნაყინის შესახებ საინტერესო ფაქტებსა და ისტორიას გაეცნობიან.


ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს და ორი დღის განმავლობაში ჩატარდება. 

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი