ირაკლი ქარსელაძე- რიკოთის უღელტეხილზე პირველი ორზოლიანი მონაკვეთი სექტემბერში გაიხსნება

25 Jun 2021 23:13

რიკოთის „საუკუნის პროექტი“, 51.3 კმ 4 ლოტად არის დაყოფილი, ამჟამად მიმდინარეობს ხიდების 70%-ის და გვირაბების  88% მშენებლობა,  აქედან 7 გვირაბი უკვე გაჭრილია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წლის სექტემბერში გაიხსნება 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი, რომელზეც 4 გვირაბია განთავსებული.


ირაკლი ქარსელაძის თქმით, რიკოთის პროექტი საერთო ჯამში მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს, მაშინ, როდესაც ამ ეტაპზე ქვეყანაში სულ 40-მდე გვირაბი მოქმედებს.


„ხელშეკრულების მიხედვით, 2021 წლის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე, უკვე 2022 წელს გათვალისწინებულია 2 ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთის დასრულება და 2023-2024 წლებში რიკოთის პროექტი უკვე  მთლიანად დასრულდება“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.




კომენტარები:

ფართი შოპი